Saturday, November 1, 2014

1.   პროექტის სახელწოდება:სიმეტრია.

2.   პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1_2 წინადადებით:ცენტრული, ღერძული სიმეტრიის ცოდნის გაღრმავება,სიმეტრიული ფიგურების აგების ჩვევის გამომუშავება.
3.   პროექტის აქტუალობა:ეს პროექტი ითვალისწინებს აზროვნების  უნარის განვითარებას.
4.   პროექტის მიზნები:გეომეტრიული გარდაქმნების, როგორც ფუნქციური დამოკიდებულების გააზრება,გამოყენებითი ასპექტების ათვისება გეომეტრიული გარდაქმნებისა და მათი გამოყენების შესახებ ცოდნის გამეორება და გაღრმავება,ნებისმიერი კუთხით მობრუნების შემოტანა. კოორდინატთა მეთოდის გამოყენების უნარის განვითარება.ფიგურათა სიმეტრიულობის,სიმეტრიის
ცენტრის,სიმეტრიის ღერძის შესახებ ცოდნის გაღრმავება.
5.   მონაწილეთა ასაკი:16 წელი,
6.   ვადები/ხანგრძლივობა:2 კვირა
7.   მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ისწავლიან სიმეტრიული ფიგურების აღქმნას,სიმეტრიული ფიგურების აგებას სიმეტრიის ღერძის მიმართ და სიმეტრიის ცენტრის მიმართ.დაამზადებენ პლაკატებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
8.   პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:გამოიყენებენ სახელმძღვანელოს, კომპიუტერს,ცნობარებს და ენციკლოპედიებს.
9.   პროექტის მსვლელობა(ძირითადიაქტივობები):კლასი იყოფა სამ ჯგუფად. პირველს დაევალება სამკუთხედის სიმეტრიული ფიგურის აგება ღერძის მიმართ, მეორეს სამკუთხედის აგება ცენტრის მიმართ, ხოლო მესამეს ოთხკუთხედის სიმეტრიულის აგება ღერძის მიმართ, ამ ფიგურების აგების შემდეგ პირველი ჯგუფის ნამუშევარს ამოწმებს მეორე ჯგუფი,მეორე ჯგუფის ნამუშევარს მესამე ჯგუფი ხოლო მესამე ჯგუფის ნამუშევარს პირველი ჯგუფი.გამოიკვეთება ნაკლი და დაისახება მათი გამოსწორების გზები.მოსწავლეები მოიძიებენ ტერმინის წარმოშობის ისტორიას,მოიძიებენ ცნობილ მეცნიერთა გამონათქვამებს
სიმეტრიის შესახებ. წარმოადგენენ სიმეტრიის მაგალითებს ბუნებაში, ხელოვნებაში.
10.               საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ხაზვასთან,ხელოვნებასთან.
11.               პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მარიამ ბართიშვილი.
12.               ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:mariamibartishvili43@gmail.com

13.               პროექტის ვებ -გვერდი/ბლოგი:mariamibartishvili.blogspot.com